საექსპერტო-სამსაჯო კომისია - კვირკველია „სპარტაკთან“ ტყუილად დასაჯეს, პენალტი დასანიშნი არ იყო
საექსპერტო-სამსაჯო კომისია - კვირკველია „სპარტაკთან“ ტყუილად დასაჯეს, პენალტი დასანიშნი არ იყო

რუსეთის საფეხბურთო კავშირში მსაჯობასთან დაკავშირებული კლუბების საჩივრები განიხილეს – ერთ-ერთი მათგანი პრემიერლიგის მე-5 ტურში ვოლგოგრადის „როტორისა“ და მოსკოვის „სპარტაკის“ მატჩის დროს მომხდარ ეპიზოდს ეხებოდა.

ლიგაში 16-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდებულმა „როტორმა“ გაცილებით გამოცდილ მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. მიზეზი მოსკოვის „სპარტაკის“ სასარგებლოდ დანიშნული უსამართლო პენალტი იყო, რაც მაშინვე სალაპარაკო გახდა.

საქართველოს ნაკრებისა და „როტორის“ მცველი საბა კვირკველია 53-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში მეტოქის თავდამსხმელს, დიმიტრი სობოლევს ოდნავ შეეხო, მაგრამ მთავარმა არბიტრმა სტანისლავ ვასილიევმა ყვითელი ბარათი აჩვენა და „როტორის“ კარში პენალტი დანიშნა, რომლის წყალობითაც „სპარტაკმა“ 1:0 მოიგო.

მატჩის ვიდეოჩანაწერში კარგად გამოჩნდა, რომ მოსკოველმა თავდამსხმელმა აშკარად სიმულაციას მიმართა და თავისით წაიქცა, საბა კვირკველია კი ყვითელს არ იმსახურებდა. ეს რუსეთის საფეხბურთო კავშირის საექსპერტო-სამსაჯო კომისიის გადაწყვეტილებამაც დაადასტურა – მათ ეპიზოდი განიხილეს და დაადგინეს, რომ მე-5 ტურში „როტორის“ კარში პენალტის დანიშვნა შეცდომა იყო და რომ არბიტრი სტანისლავ ვასილიევი შეცდა.

მაგრამ საბა კვირკველიას ყვითელი არ გაუუქმეს, ხოლო მოსკოვის „სპარტაკს“ მოგება და ეს განხილვა მხოლოდ სიმართლის მხოლოდ მორალური მხარდაჭერა აღმოჩნდა.