სადიო მანე - რა თქმა უნდა, „ბაიერნი“ დაამარცხებს „ლივერპულს“ #1TVSPORT
სადიო მანე - რა თქმა უნდა, „ბაიერნი“ დაამარცხებს „ლივერპულს“ #1TVSPORT

სენეგალელი ფორვარდი სადიო მანე, რომელიც ამ ზაფხულს „ლივერპულიდან“ „ბაიერნში“ გადავიდა, დარწმუნებულია, რომ მისი ამჟამინდელი გუნდი დაამარცხებს ყოფილს, თუ მათ 2022-23 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე მოუწევთ შეხვედრა.

მანეს ჰკითხეს – 2019 წელს „ბაიერნის“ კარში გატანილი გოლი არის თუ არა მის კარიერაში საუკეთესო, რაზეც სენეგალელმა იხუმრა, რომ წარსულში ის მართლაც მიიჩნევდა ასეთად ამ გოლს.

„მე ვამბობდი, რომ ეს, შესაძლოა, ჩემი საყვარელი გოლია. ახლა ვიტყვი, რომ ეს არის ჩემი მეორე საყვარელი გოლი, რადგან, ახლა, თანაგუნდელები ვართ.

ვხუმრობ… რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ეს კარგი გოლი და კარგი თამაში იყო. მაგრამ ყველაფერი წარსულში დარჩა. თუ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს, რა თქმა უნდა, „ბაიერნი“ დაამარცხებს „ლივერპულს“, – განაცხადა მანემ ბუნდესლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე.