სადიო მანე „ბაიერნის“ დატოვებაზე უარს ამბობს #1TVSPORT
MUNICH, GERMANY – MAY 20: Sadio Mane of Bayern Munich in action during the Bundesliga match between FC Bayern München and RB Leipzig at Allianz Arena on May 20, 2023 in Munich, Germany. (Photo by Matthias Hangst/Getty Images)
სენეგალის ნაკრების ფორვარდი სადიო მანე არ გეგმავს ამ ზაფხულს „ბაიერნის“ დატოვებას.
როგორც Bild-ის ჟურნალისტი კრისტიან ფალკი წერს, 31 წლის ფეხბურთელს არ სურს სხვა კლუბების შეთავაზებების მოსმენა. მას უნდა, დარჩეს მიუნხენში და დაამტკიცოს, რომ 2022 წელს მისი ტრანსფერი „ლივერპულიდან“ არ ყოფილა შეცდომა და გრანდიოზული ჩავარდნა.
წყაროს ცნობით, მანეს მიმართ ინტერესს „ალ-ჰილალი“ იჩენდა, მაგრამ სენეგალელი არ აპირებს კარიერის ამ ეტაპზე საუდის არაბეთში გადასვლას.
გარდა ამისა, აფრიკელით დაინტერესებულები არიან პრემიერლიგის კლუბები, მათ შორის, „ნიუკასლი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ჩელსი“.