„საბურთალოს“ 19-წლამდე გუნდმა სლოვაკური „პოდბრეზოვა“ დაამარცხა #1TVSPORT
„საბურთალოს“ 19-წლამდე გუნდმა სლოვაკური „პოდბრეზოვა“ დაამარცხა #1TVSPORT

„საბურთალოს“ 19-წლამდე გუნდი სლოვაკეთში გაემგზავრა, სადაც შეკრებას გაივლის. თბილისელები სლოვაკეთში ორი კვირის განმავლობაში ივარჯიშებენ და ამხანაგურ მატჩებს გამართავენ.

საქმე ისაა, რომ საქართველომ მომავალი სეზონიდან უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე 19-წლამდელ ასაკის ჩემპიონის გაყვანის უფლება მიიღო. „საბურთალო“ კი ამ ტურნირზე ყველაზე მეტჯერ, ორჯერ მონაწილეობდა და აქვს ამბიცია, მომავალ სეზონშიც ითამაშოს.

პირველ შეხვედრაში „საბურთალო“ „პოდბრეზოვას“ 19-წლამდელებს დაუპირისპირდა და მეტოქე 3:2 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისელებმა პირველი ტაიმი 0:2 წააგეს, მეორე ტაიმში თამაშის შემოტრიალება და სამი ბურთის გატანა შეძლეს.

„საბურთალო“ U19: შალიკაშვილი, ნიკოლაიშვილი, კაპანაძე, ციხელაშვილი, გოგსაძე, მაცაბერიძე, ანთია, ჩაჩუა, ყველაშვილი, ხეჩიკაშვილი, ლაშქარაშვილი.

სათადარიგო: ნემსწვერიძე, მაღრაძე, გიგაური, ქალიაშვილი, გამჯაშვილი, ხელაია, ზეცაშვილი, მიქაია, თათარაშვილი, მენაღარიშვილი, კანტიძე.