„საბურთალომ“ სეზონი მოგებით დაიწყო #1TVSPORT
„საბურთალომ“ სეზონი მოგებით დაიწყო #1TVSPORT

„საბურთალომ“ სეზონის პირველი ამხანაგური მატჩი „ვიტ ჯორჯიასთან“ გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 გაიმარჯვა.

შეხვედრაში, რომელიც დიღომში მდებარე სპორტული კომპლექსის, „ახალი თბილისის“ (ამერიკის საელჩოსთან) სტადიონზე ჩატარდა, ერთმანეთს ორი ახალი მწვრთნელი დაუპირისპირდა – „საბურთალომ“ ომარ თეთრაძის ხელმძღვანელობით ითამაშა პირველად, „ვიტ ჯორჯიამ“ კი – თენგიზ კობიაშვილის, რომელიც არაერთი წლის განმავლობაში იყო გუნდის ფეხბურთელი და შემდეგ – მწვრთნელი.

ეროვნული ლიგის „საბურთალოს“ ლიგა 2-ის „ვიტ ჯორჯიამ“ დიდი წინააღმდეგობა გაუწია და, საბოლოოდ, ირაკლი სიხარულიძის დუბლით და გიორგი ჯგერენაიას გოლებით გაიმარჯვა.

„საბურთალოში“ ითამაშა ბელარუსმა მეკარემ, ალექსანდრ ნეჩაევმა, რომელიც სინჯებზეა. 28 წლის კიპერი ბოლოს აზერბაიჯანულ „საბახში“ თამაშობდა. ნეჩაევი იყო ბელარუსის 18, 19 და 21-წლამდე ნაკრებების მეკარე. ასევე, პირველად ითამაშა ივა გელაშვილმა, რომელიც ბათუმის „დინამომ“ თბილისელებს იჯარით დაუთმო.

„საბურთალო“: ნეჩაევი, კაპანაძე, გელაშვილი, ჯგერენაია, მამაცაშვილი, ქარდავა, პარუნაშვილი, ციცქიშვილი, ლ. ნონიკაშვილი, გ. მამაგეიშვილი, გოშთელიანი

შეცვლაზე: ლეჟავა, ამბროსიძე, გელაშვილი, ჩადუნელი, გულიაშვილი, ო. მამაგეიშვილი, ასკურავა, ციცქიშვილი (მამაცაშვილი), დადიანი, ტაბატაძე (ლ. ნონიკაშვილი), სიხარულიძე