„საბურთალომ“ გორში „დილა“ დაამარცხა #1TVSPORT
„საბურთალომ“ გორში „დილა“ დაამარცხა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-7 ტურში „საბურთალომ“ გასვლაზე მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა – ლევან კორღალიძის გაწვრთნილებმა გორში „დილასთან“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

„თენგიზ ბურჯანაძე – არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ანგარიში თბილისელებმა 41-ე წუთზე გახსნეს. მცველმა ბურთი ცუდად მოიგერია, საჯარიმოსთან ბურთი შოთა ნონიკაშვილმა მოიპოვა და იური ტაბატაძე მოძებნა, რომელმაც ძლიერი დარტყმით კარის ბადე შეარხია 1:0.

გორელებმა ანგარიში მეორე ნახევარში გაათანაბრეს – 54-ე წუთზე, საჯარიმოსთან თორნიკე კაპანაძემ შეტევა ირაკლი ბიძინაშვილს გაუგრძელა, რომელმაც თავის ყოფილ კლუბს ძლიერი და ეფექტური დარტყმით გაუტანა 1:1.

გორელებს მოგების იმედი გაუჩნდათ, მაგრამ 62-ე წუთზე მომხდარმა ინციდენტმა მათი მდგომარეობა გაართულა – პირველი გოლის ავტორის, იური ტანატაძის მოცელვისთვის დავით მაისაშვილს 62-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი აჩვენეს და მოედნიდან გააძევეს.

საბურთალომ“ რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა და მატჩის მიწურულს გამარჯვების გოლი გაიტანა. 85-ე წუთზე უწყინარ ვითარებაში ვონდერსონ სილვამ საჯარიმოში გიორგი გოჩოლეიშვილს ფეხზე დააჭირა და წააქცია. მთავარმა არბიტრმა გოგა კიკაჩეიშვილმა კი მასპინძელთა კარში პენალტი დანიშნა, რომელიც გიორგი ერისთავმა უნაკლოდ შეასრულა და „საბურთალოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა – 1:2.

ამ 3 ქულით „საბურთალომ“ 7 ტურის შემდეგ 10 ქულა დააგროვა და მე-5 პოზიციაზე დაწინაურდა, გორელები კი 11 ქულით დარჩნენ, ლიდერ „დინამო თბილისთან“ (16 ქულა) ჩამორჩენის და ბათუმის „დინამოს“ (12 ქულა) გადასწრების შანსი ხელიდან გაუშვეს.

 


გორის დილა – საბურთალო 1:2


გოლები: ი. ტაბატაძე (41. შ. ნონიკაშვილის პასით), 1:1 ბიძინაშვილი (54. თ. კაპანაძის პასი:თ), 1:2 ერისთავი (95. პ)

გაძევება: დავით მაისაშვილი (62)