„სამგურალმა“ სეზონში პირველად გაიმარჯვა - „ლოკომოტივს“ კაშიას გოლმაც ვერ უშველა #1TVSPORT
„სამგურალმა“ სეზონში პირველად გაიმარჯვა - „ლოკომოტივს“ კაშიას გოლმაც ვერ უშველა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-7 ტურში თბილისის „ლოკომოტივმა“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და ამ სანახაობრივ და უხვგოლიან დაპირისპირებაში გალიდერების შანსი ხელიდან გაუშვა, „სამგურალმა“ კი სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

დინამო-არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა მე-9 წუთზე გახსნეს – გრიგოლ დოლიძის ფლანგური გადაცემის შემდეგ სერგო კუხიანიძემ მცველებს დაასწრო და ახლოდან ზუსტად დაარტყა 0:1. ხუთ წუთში პაპუნა ფონიავას საჯარიმოს შემდეგ მეტოქეს კარი მეორედ შალვა ბურჯანაძემ აიღო.

ლოკომოტივმა“ შეუტია და მე-18 წუთზე სხვაობა შეამცირა. ულად-ომარ იმრანის შესრულებული ჯარიმის შემდეგ კართან გურამ კაშიამ მცველს დაასწრო და სხვაობა შეამცირა 1:2. მაგრამ 27-ე წუთზე „ლოკომოტივის“ მეკარეს გიორგი მამარდაშვილს საკუთარ კართან პაპუნა ფონიავამ ბურთი აართვა და ახლოდან ზუსტი დარტყმით წყალტუბოელთა უპირატესობა ისევ ორამდე გაზარდა – 1:3.

მაგრამ მეორე ტაიმს თბილისელებმა ინტრიგა შესძინეს. 45+2-ე წუთზე, ულად-ომარ იმრანის გადაცემის შემდეგ თორნიკე კირკიტაძის დარტყმული მეკარემ მოიგერია, მაგრამ „ლოკომოტივის“ შემტევმა ქუსლით ულამაზესი გოლი გაიტანა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა 2:3.

მეორე ტაიმში „ლოკომოტივი“ მომენტებს ქმნიდა, მაგრამ კარის აღება ვერ მოახერხა და საბოლოოდ, „სამგურალმა“ სეზონში პირველი 3 ქულა მოიპოვა 2:3.

7 ტურის შემდეგ თბილისის „ლოკომოტივი“ 11 ქულით დარჩა, ლიდერების გადასწრების და პირველზე გადასვლის შანსი დაკარგა და ისევ მეოთხე ადგილზეა, ხოლო წყალტუბოს „სამგურალმა“ 6 ქულა დააგროვა და ბოლო, მე-10 ადგილიდან მე-7-ზე დაწინაურდა.


ლოკომოტივი – სამგურალი 2:3


07.04. 2021. თბილისი. ბ. პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“

გოლები: 0:1 კუხიანიძე (9. დოლიძის პასით), 0:2 ბურჯანაძე (15. ფონიავას პასით), 1:2 კაშია (19. იმრანის პასით), 1:3 ფონიავა (27), 2:3 თ. კირკიტაძე (45. იმრანის პასით)

ლოკომოტივი: მამარდაშვილი – გაბაძე, კაშია, სანდოხაძე, ქველაძე (57. მჭედლიშვილი) – დარცმელია, შონია (65. სამურკასოვი) – თ. კირკიტაძე, ულად-ომარ იმრანი, კახაბრიშვილი (65. გავაშელიშვილი) – სიხარულიძე (73. იაკობიძე)

სამგურალი: ქვილითაია – ასათიანი, პატარკაციშვილი, ქურდაძე – ბანძელაძე, ბურჯანაძე, ლუქმან გილმორი (80. კიკაბიძე), კალანდარიშვილი – დოლიძე (63. ტურე), კუხიანიძე (69. ი. ახვლედიანი), ფონიავა (80. ვერულიძე)

მთავარი არბიტრი: კ. გიორგაძე

გაფრთხილებები: ბურჯანაძე (48)


დატოვე კომენტარი