„საბურთალო“ „პეტროკუბთან“ დამარცხდა #1TVSPORT
„საბურთალო“ „პეტროკუბთან“ დამარცხდა #1TVSPORT

„საბურთალომ“ თურქულ შეკრებაზე მესამე ამხანაგური შეხვედრა მოლდოვურ კლუბთან, ჰინჩესტის „პეტროკუბთან“ გამართა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დამარცხდა.

პირველ ამხანაგურ შეხვედრაში „პეტროკუბმა“ ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატის ლიდერი „სტრუგა“ 3:0 დაამარცხა. მოლდოველებმა „საბურთალოსაც“ სძლიეს, მაგრამ ამის შანსი თბილისურ კლუბსაც ჰქონდა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მატჩის ბედი კი მეორე ნახევარში გატანილმა ბურთმა გადაწყვიტა, რომელიც მოლდოვის ნაკრების თავდამსხმელმა, შვეიცარიული „სიონიდან“ იჯარით დამატებულმა ნიკი კლეშჩენკომ გაიტანა.

„საბურთალო“: მეგრელიშვილი, კომახიძე, მამასახლისი, ჯგერენაია, ჯინჯოლავა, შ. ნონიკაშვილი, ქარდავა, ლ. ნონიკაშვილი, სილაგაძე, გ. მამაგეიშვილი, სიხარულიძე

სათადარიგოები: კურტანიძე, გელაშვილი, ჩადუნელი, მამაცაშვილი, კაპანაძე, ასკურავა, პარუნაშვილი, დადიანი, ო. მამაგეიშვილი