საბერძნეთში უნებართვოდ გადაადგილებისთვის წითელ პარასკევს 81 ადამიანი დააჯარიმეს
A policeman, wearing a face mask to protect from coronavirus, checks a driver for valid documents at a roadblock in Afidnes toll stations, north of Athens, on Thursday, April 16, 2020. Greek authorities try to prevent the spread of the COIVD-19 and have repeatedly stressed people will not be able to celebrate Easter on Sunday, April 19, by far the most important religious holiday of the year for Orthodox Christians, as they normally would. Gatherings have been banned, and severe restrictions on movements are in place. (AP Photo/Thanassis Stavrakis)
საბერძნეთში გადაადგილებაზე დაწესებული ახალი შეზღუდვების დარღვევის გამო, წითელ პარასკევს 81 ადამიანი დაჯარიმდა, – წერს The National Herald.
საბერძნეთის მთავრობამ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ქვეყანაში სრული კარანტინი არ გამოაცხადა, თუმცა გამკაცრდა კონტროლი მოქალაქეების გადაადგილებაზე. მიღებული ზომების გათვალისწინებით, პოლიცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს 24 საათის განმავლობაში აკონტროლებს.
კორონავირუსის გამო გამკაცრებული ზომების შემოღების შემდეგ, საბერძნეთში წესების დარღვევის 535 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო მანქანის ნომერი პოლიციამ 56 ავტომობილს ჩამოართვა.
საბერძნეთში ახალშემოღებული შეზღუდვების გათვალისწინებით, უნებართვოდ გადაადგილებისთვის ჯარიმა 300 ევროს შეადგენს.