საბა ლობჟანიძე - კოსოვოსთან რთული თამაში გველის, მაგრამ მოსაგებად უნდა ვითამაშოთ #1TVSPORT
საბა ლობჟანიძე - კოსოვოსთან რთული თამაში გველის, მაგრამ მოსაგებად უნდა ვითამაშოთ #1TVSPORT

საბა ლობჟანიძე ფადილ ვოკრის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გამართულ პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლთან ერთად იმყოფებოდა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კოსოვოსთან ხვალინდელი მატჩისთვის გუნდის მზადებაზე ილაპარაკა.

საქართველოს ნაკრების და თურქული „ჰატაისპორის“ ფლანგის თავდამსხმელმა მეტოქეზე გააკეთა კომენტარი და „ჯვაროსნების“ განწყობაზეც ისაუბრა.

„კოსოვოს ძლიერი ნაკრები ჰყავს და ამაში ერთი თვის წინ დავრწმუნდით. რაც შეეხება ხვალინდელ მატჩს, ჩემი და მთლიანი გუნდის მოლოდინია, რომ ხვალ სამი ქულისთვის უნდა ვითამაშოთ. დარწმუნებული ვარ, რომ რთული თამაში გველის, მაგრამ მოედანზე გამარჯვებისთვის უნდა გავიდეთ და მჯერა, რომ ამის ძალა შეგვწევს“, – განაცხადა საბა ლობჟანიძემ.

კოსოვოსა და საქართველოს ნაკრებთა დაპირისპირება 12 ოქტომბერს პრიშტინას ფადილ ვოკრის სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.