ვილი სანიოლი - ფეხბურთელები თამაშისთვის ისე უნდა განეწყონ, როგორც ეს კოსოვოელებმა ბათუმში მოახერხეს #1TVSPORT
ვილი სანიოლი - ფეხბურთელები თამაშისთვის ისე უნდა განეწყონ, როგორც ეს კოსოვოელებმა ბათუმში მოახერხეს #1TVSPORT

კოსოვოსსთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის გასვლით მატჩამდე, რომელიც 12 ოქტომბერს პრიშტინას ფადილ ვოკრის სტადიონზე გაიმართება, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედრაზე ილაპარაკა.

„სექტემბერში კოსოვოსთან დავმარცხდით, ეს ჩვენთვის საკმაოდ რთული მომენტი იყო, საშინაო მატჩში ყველა განსხვავებულ შედეგს ელოდა. რაც შეეხება ხვალინდელ შეხვედრას, მსურს, რომ ჩემი ფეხბურთელები ისე განეწყონ თამაშისთვის, როგორც ეს კოსოვოელებმა ბათუმში მოახერხეს. გვსურს, ქართული ფეხბურთი საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ. პირველ შეხვედრაში განცდილი მარცხი ჯერაც ვერ დავივიწყეთ და შევეცდებით ეს გამოვასწოროთ“ – განაცხადა ვიოლი სანიოლმა.

მისი თქმით, სურს რომ ქართველი ქართველი გულშემატკივარი ახლა მაინც გაახარონ.

„საბერძნეთის წინააღმდეგ რთული შეხვედრა გამოვიდა, თუმცა ამ მატჩში უკეთესად გამოვიყურებოდით ვიდრე ეს სექტემბერში კოსოვოს წინააღმდეგ იყო. სამწუხაროდ, ბოლო წუთებზე ჩვენს კარში პენალტი მივიღეთ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ხვალინდელ შეხვედრაში მოედანზე პოზიტიური განწყობით უნდა გავიდეთ. ყველა მატჩში ვცდილობთ, რომ მოედანზე საუკეთესო შემადგენლობით ვიყოთ და ქართველი ხალხი გავახაროთ. ასევე გვსურს, რომ ქართველი გულშემატკივარი ამაყობდეს საკუთარი ქვეყნის ნაკრებით“.

კოსოვოსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 12 ოქტომბერს პრიშტინას ფადილ ვოკრის სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.