საბა კვირკველია - უკრაინაში ფორმის აღდგენა და ნაკრებში დაბრუნება მსურს #1TVSPORT
საბა კვირკველია - უკრაინაში ფორმის აღდგენა და ნაკრებში დაბრუნება მსურს #1TVSPORT

ხარკოვის „მეტალისტ 1925“-ში გადასულმა საბა კვირკველიამ კლუბის პრესსამსახურთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებში დაბრუნება სურს.

29 წლის მცველმა გუნდში გადასვლასთან დაკავშირებულ მოლოდინზე ლაპარაკისას განაცხადა, რომ ფორმის აღდგენა საქართველოს ნაკრებში დასაბრუნებლად სურს, სადაც წელს მხოლოდ ერთხელ ითამაშა.

„რა თქმა უნდა, ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება მსურს. თავისი ქვეყნისთვის თამაშზე ყველა ფეხბურთელი ოცნებობს. ეროვნულ ნაკრებში 10 წელია ვთამაშობ. მაგრამ მიზანი მხოლოდ ეროვნულ გუნდში დაბრუნება არაა. მსურს, ფეხბურთის მაღალ დონეზე კიდევ არაერთი წელი ვითამაშო“, – ამბობს საბა კვირკველია.

საქართველოს ნაკრების გამოცდილი მცველი „მეტალისტ 1925“-ით კმაყოფილია.

„გუნდში უკვე რამდენიმე დღე გავატარე. როგორ მიმიღეს? მე ბევრი ვიცი უკრაინის შესახებ და აქ მეგობრები მყავს. ჩემი ახლო მეგობარი არის ტარას მიხალიკი, ჩვენ მასთან ერთად „ლოკომოტივში“ ვთამაშობდით. მას ყოველდღიურად ვუკავშირდები და ვურთიერთობ. ჯერ არ მქონია დრო ქალაქის სანახავად. რაც შეეხება გუნდს, შემიძლია ვთქვა, რომ არიან კარგი ბიჭები არიან და გუნდიც მომწონს. აქ ყველაფერია ფეხბურთის სათამაშოდ და ყველაფერი მომწონს“.

შეგახსენებთ, რომ საბა კვირკველიას 2020 წლის ივნისში მოსკოვის „ლოკომოტივთან“ კონტრაქტი დაუსრულდა და მას შემდეგ უგუნდოდ დარჩა. შედეგად ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების არც ერთ შეკრებაზე აღარ მიიწვია.

დატოვე კომენტარი