საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განსახორციელებლად შესაძლოა, სამუშაო ჯგუფი შეიქმნას
საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განსახორციელებლად შესაძლოა, სამუშაო ჯგუფი შეიქმნას

საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელების მიზნით, შესაძლოა, სამუშაო ჯგუფი შეიქმნას. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეუთო-ს დასკვნაში სხვადასხვა რეკომენდაცია იყო მოცემული, მათ შორის რეკომენდაციების ნაწილი საკანონმდებლო ცვლილებებსაც ეხებოდა. კობახიძის თქმით, აქტიური მუშაობა უნდა დაიწყოს იმისთვის, რომ საარჩევნო კოდექსის შესაბამისი რეგულაციები გადაიხედოს.

„ალბათ, ამისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება და ამ რეჟიმში საარჩევნო კოდექსი დაიხვეწება, რათა ის ნორმები გაუმჯობესდეს, რაც საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას უკავშირდება. საჭიროა ცვლილებები პარტიების დაფინანსების, ასევე საარჩევნო სუბიექტების დაფინანსების თვალსაზრისით. დღეს არსებული წესი ვერანაირი კრიტიკას ვერ უძლებს, საჭიროა, როგორც საარჩევნო კოდექსის გადახედვა, ასევე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონის. არჩევნებმა შეგვაფერხა და შეგვიძლია, სხვადასხვა სუბიექტთან ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება, კანონმდებლობა გადაიხედოს. არაუგვიანეს მომდევნო სესიისა, ცვლილებები უნდა იყოს
მიღებული და მხედველობაში მიღებული იქნება როგორც ეუთო-ს, ასევე სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეკომენდაციები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.