რუსული გამოცემა - კვარაცხელია ევრო 2020-ზე რუსეთის ნაკრებში რომ თამაშობდეს, გრანდებს მეტად დააინტერესებდა #1TVSPORT
რუსული გამოცემა - კვარაცხელია ევრო 2020-ზე რუსეთის ნაკრებში რომ თამაშობდეს, გრანდებს მეტად დააინტერესებდა #1TVSPORT

რუსულ მედიაში ევრო 2020-ზე რუსეთის ნაკრების გამოსვლას უარყოფითად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ მათი მოთამაშეები ევროპულ დონეს ვერ აკმაყოფილებენ. გამოცემა „კაპიტალსპორტ ინფოს“ ჟურნალისტმა მარტივი გამოსავალი ნახა – ხვიჩა კვარაცხელიას მსგავს გამორჩეულ ვარსკვლავებს რუსეთის მოქალაქეობა მივანიჭოთო.

„როგორც წესი, რუსეთის ნაკრების ნატურალიზებული ფეხბურთელები მეორეხარისხოვნები არიან, რომლებიც უბრალოდ თავის ქვეყანას არ გამოადგნენ. მაგრამ ეს ტენდენცია შეიძლება შეიცვალოს. ნატურალიზებული მოთამაშე უნდა თამაშობდეს საუკეთესო გუნდებში (გერმანიაში და ბრაზილიაში). „კაპიტალსპორტი“​ გთავაზობთ განსხვავებულ სცენარს. ჩვენ ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსი მოთამაშეები გჭირდება“, – წერს გამოცემა.

ავტორის აზრით, ხვიჩას დონის ფეხბურთელი რუსეთის ნაკრებს არ ჰყავს:

„კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებში უკვე სამი გოლი გაიტანა, მათ შორის – ესპანეთის კარში. საქართველომ ხელიდან გაუშვა ევრო 2020-ის საგზური და ნაკლებად სავარაუდოა, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდეს. კვარაცხელიასთან ყველაფერი შეიძლებოდა სხვანაირად ყოფილიყო, რუსეთს მისი ნატურალიზაცია რომ მოეხერხებინა. ამ გადაწყვეტილებას დიდი პლუსები ექნებოდა თავად ქართველისთვის, რომელსაც მიმდინარე ევრო 2020-ზე გაბრწყინება შეეძლო. მეორეც, ჩერჩესოვის გუნდი მიიღებდა უმაღლესი კლასის ფეხბურთელს, რომელსაც შეუძლია შეხვედრების ბედი მარტო გადაწყვიტოს, რაც „რუბინში“ არაერთხელ აჩვენა“.

ავტორის თქმით, ქართველის დამატებით რუსეთის ნაკრები სხვა დონის იქნებოდა:

„ასეთ შემთვევაში, მეტოქეები, მათ შორის ტოპ-ნაკრებები, რუსეთს სულ სხვაგვარად შეხედავდნენ. თავად ხვიჩასთვის ევრო 2020 გახდებოდა უფრო სერიოზული პლაცდარმი ტოპ-ლიგისკენ. დიახ, ფეხბურთელი იქ მაინც გაიქცევა, მაგრამ საერთაშორისო ტურნირები ტრანსფერებში კოლოსალურ როლს ასრულებს. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი არ მოხდება, რადგან კვარაცხელიამ საქართველოს მთავარ ნაკრებში ოფიციალური მატჩები ითამაშა. მაგრამ ეს რუსეთის საფეხბურთო ხელმძღვანელობისთვის დასაფიქრებელია, რადგან ეროვნული გუნდისთვის საჭირო დონის ფეხბურთელებს ვერ ვზრდით“.