რუსმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში ცეცხლი გაუხსნეს საევაკუაციო მიკროავტობუსს, დაღუპულია ორი ადამიანი
რუსმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში ცეცხლი გაუხსნეს საევაკუაციო მიკროავტობუსს, დაღუპულია ორი ადამიანი

რუსმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში ცეცხლი გაუხსნეს საევაკუაციო მიკროავტობუსს, რომლითაც სამოქალაქო პირები გადაჰყავდათ, დაღუპულია ორი ადამიანი. ამის შესახებ უკრაინული მედია, კრივი-რიჰის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ალექსანდრ ვოლკულზე დაყრდნობით წერს. მისი ცნობით, შემთხვევა დასახლება დოლგოვოესთან მოხდა.

ვილკულის ინფორმაციით, მიკროავტობუსში შვიდი სამოქალაქო პირი იმყოფებოდა, რომელთა ევაკუაციაც დასახლება სტაროსელიედან ხდებოდა. დასახლება დოლგოვოესთან ოკუპანტებმა მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, რა დროსაც დაიღუპა ორი ადამიანი, ორი კი მძიმედ დაშავდა. ისინი კრივი-რიჰის საავადმყოფოსი იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ხელისუფლება ხერსონის ოლქის მოსახლეობას უსაფრთხო რეგიონებში გადასვლისკენ მოუწოდებს.