რუსლან სტეფანჩუკი – შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა მზადყოფნა, ჩამოვიდეს უკრაინაში, მოხარული ვარ, რომ მცირე გაუგებრობები უკრაინასა და საქართველოს შორის ამოწურულია
შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა მზადყოფნა, ჩამოვიდეს ვიზიტით უკრაინაში. მოხარული ვარ, რომ მცირე გაუგებრობები უკრაინასა და საქართველოს შორის ამოწურულია, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი „ტვიტერში“ წერს.
სტეფანჩუკი აცხადებს, რომ ქართველი პარლამენტარების ვიზიტი დაადასტურებს ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებს.
„შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა თავისი მზადყოფნა, ჩამოვიდეს ვიზიტით უკრაინაში. მოხარული ვარ, რომ მცირე გაუგებრობები უკრაინასა და საქართველოს შორის ამოწურულია. ეს ვიზიტი საქართველოს პარლამენტარებს საშუალებას მისცემს, საკუთარი თვალით ნახონ, რა ხდება უკრაინაში და დაადასტურებს ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებს!“ – წერს რუსლან სტეფანჩუკი.
რუსლან სტეფანჩუკთან საუბრის შესახებ დღეს ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმაც და აღნიშნა, რომ კოლეგას რაც შეიძლება მალე შეხვდება. „შევხვდებით უკრაინაში, რაც შეიძლება მალე, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ საქართველოს სოლიდარობა მამაცი უკრაინელი ერის წინაშე“, – წერს „ტვიტერში“ შალვა პაპუაშვილი.
@shpapuashvili підтвердив свою готовність відвідати 🇺🇦. Дуже радий, що невеличкі непорозуміння між 🇺🇦 і 🇬🇪 вичерпані. Цей візит дасть можливість парламентаріям 🇬🇪 на власні👁️побачити те, що відбувається в 🇺🇦, та підтвердить наші дружні стосунки!
— Ruslan Stefanchuk (@r_stefanchuk) April 13, 2022