რუსეთში უკრაინის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რუსეთის მიერ უკრაინაში თავდასხმამ, სულ მცირე, შვიდი ადამიანი იმსხვერპლა, 39-ზე მეტი კი დაშავდა

22:30, 16.08.2026

რუსეთში უკრაინის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა.

უკრაინულმა მხარემ სულ 822 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, აქედან დაახლოებით 600 მოსკოვისკენ იყო მიმართული. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის გუბერნატორი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რუსეთის დედაქალაქზე ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.

როსტოვის ოლქში ღამით განხორციელებული დარტყმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ბელგოროდის ოლქში – ერთი ქალი. მოსკოვის ოლქში, გუბერნატორ ანდრეი ვოროვიოვის ინფორმაციით, 83 წლის მამაკაცი უპილოტო საფრენი აპარატების შეტევას ემსხვერპლა.

იერიშებმა დააზიანა რუსული ონლაინმაღაზია Wildberries-ის საწყობიც, დაშავდა სამი ადამიანი.

პარალელურად, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულმა თავდასხმამ, სულ მცირე, შვიდი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაშავდა 39-ზე მეტი.

დაზიანდა ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, სუმის, დონეცკისა და ხერსონის ოლქები.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მიმდინარე კვირის განმავლობაში რუსეთმა 13 რეგიონზე განახორციელა თავდასხმა 1550-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატით, თითქმის 1560 საავიაციო ბომბითა და 62 რაკეტით.

მსგავსი