რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე იერიში მიიტანა, არიან დაშავებულები
ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე იერიში მიიტანა, არიან დაშავებულები.
რუსეთის მიერ სუმის ოლქზე დრონებით თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი.
როგორც უკრაინული მედია წერს, იერიშის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი, 13 კერძო სახლი, ავტომობილები.
ამასთან, ოდესაზე იერიშის შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა პორტის ინფრასტრუქტურა, დაშავდა ერთი ადამიანი.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 54 მაშველი და 16 სხვადასხვა სახის ტექნიკაა ჩართული.