რუსეთმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა
რუსეთმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

რუსეთმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „ტოპოლ ემი“ გამოსცადა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რაკეტის გაშვების მიზანი სარაკეტო კომპლექსის ტექნიკური მახასიათებლების დადასტურებაა. რაკეტის გაშვება პლესეცკის კოსმოდრომიდან მოხდა.

რუსეთმა და აშშ-მა 2 აგვისტოს მცირე და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებიდან გასვლის პროცესი დაასრულეს. შეთანხმებიდან გასვლის მიზეზად აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის მიერ მისი პირობების შეუსრულებლობა დაასახელა.

აშშ-სა და რუსეთს შორის 1987 წლის დეკემბერში გაფორმებული შეთანხმება კრძალავდა მცირე (500-დან 1 000 კმ-მდე) და საშუალო (1 000-დან 5 500 კმ-მდე) სიშორის სახმელეთო ბაზირების რაკეტების წარმოებას, გამოყენებასა და შენახვას.