რუსეთის საფეხბურთო კავშირში ინციდენტი დაადასტურეს - გრიგალავა მონაწილეობდა, მაგრამ არ დაუსჯიათ #1TVSPORT
რუსეთის საფეხბურთო კავშირში ინციდენტი დაადასტურეს - გრიგალავა მონაწილეობდა, მაგრამ არ დაუსჯიათ #1TVSPORT

რუსეთის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო კომიტეტში დაადასტურეს, რომ ტულასარსენალისა“ და მოსკოვის ცსკა-ს მატჩის შემდეგ, გასახდელებთან ინციდენტი ნამდვილად მოხდა, რომელშიც მოსკოველთა მწვრთნელები, ძმები ბერეზუცკევი, ქართველი მცველი გია გრიგალავა და მისი თანაგუნდელი გურამ აჯოევი უმცროსი მონაწილეობდნენ. 

8 აპრილს, რუსეთის თასის მეოთხედფინალური მატჩი ტულას „არსენალსა“ და ცსკა-ს შორის სტუმართა გამარჯვებით – 1:2 დასრულდა. მატჩის შემდეგ ემოციებმა იძალა. რუსული მედიის ცნობით, ტულას გუნდის ფეხბურთელებსა და „არმიელთა“ მწვრთნელებს შორის კონფლიქტი მოხდა, სადაც გია გრიგალავა და გურამ აჯოევი თავს დაესხნენ მოსკოვის კლუბის სამწვრთნელო შტაბის პერსონალს და მათ „თავის გატეხვით“ დაემუქრნენ , – ინფორმაცია სადისციპლინო კომიტეტის ხელმძღვანელმა არტურ გრიგორიანცმა დაადასტურა.

„მატჩის მთავარი მსაჯის ოქმში მითითებულია, რომ თამაშის დასასრულს, გასახდელში შესვლამდე გუნდების წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მსგავსი ჩანაწერია კომისრის მოხსენებაშიც. გარდა ამისა, კომისარმა შემოგვთავაზა ვიდეოჩანაწერიც, რომელიც სიტყვიერ დაპირისპირებას ადასტურებს. ამ მოვლენებს მატჩის მთავარი მსაჯის თანაშემწეც უყურებდა და რუსეთის საფეხბურთო კავშირმა მისი რაპორტიც მოითხოვა“, – განაცხადა გრიგორიანმა სააგენტო „ტასთან“.

თუმცა, ამ მატჩის შემდეგ ტულას „არსენალმა“ რუსეთის ჩემპიონატში 11 აპრილს „კრასნოდარს“ უმასპინძლა და 1:0 მოიგო. გია გრიგალავა მოედანზე იყო და 90 წუთი ითამაშა. ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად, კრიმინალური არაფერი მომხდარა და ქართველ მცველს დისკვალიფიკაცია არ მიუღია.