ტულას „არსენალის“ პრეზიდენტმა გრიგალავა დაიცვა - მას ცსკა-ს მწვრთნელებთან არ უჩხუბია #1TVSPORT
ტულას „არსენალის“ პრეზიდენტმა გრიგალავა დაიცვა - მას ცსკა-ს მწვრთნელებთან არ უჩხუბია #1TVSPORT

ტულას „არსენალის“ პრეზიდენტმა გურამ აჯოევმა განაცხადა, რომ მისი გუნდის მოთამაშეებს, გია გრიგალავასა და გურამ აჯოევ-უმცროსს მოსკოვის ცსკა-ს მწვრთნელებთან რეალურად კონფლიქტი არ ჰქონიათ.

შეგახსენებთ, რომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს „არსენალის“ ფეხბურთელებსა და ცსკა-ს მწვრთნელებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა, მაგრამ მისი ჩაქრობა მოახერხეს და ფეხბურთელები ადგილიდან გაიყვანეს.

„როგორ შეეძლოთ მათ ეჩხუბათ? მაქსიმუმ შეეძლოთ ერთმანეთისთვის ცხელ გულზე რამე ეთქვათ, მაგრამ ეს ფეხბურთია. ჩვენ ვაფასებთ და პატივს ვცემთ სტუმრებს, ასე რომ, ტულაში ასეთი რამ არ შეიძლებოდა მომხდარიყო”, – განაცხადა Sport24-თან გურამ აჯოევმა.

გურამ აჯოევი თბილისში დაბადებული და გაზრდილია. ვარჯიშობდა „ნორჩ დინამოში“, მისი პირველი მწვრთნელი ბორის სიჭინავა გახლდათ. 1980 წელს მიიწვიეს ქუთაისის „ტორპედოში“. კარგი სეზონის შემდეგ, მოსკოვის „დინამოში“ გადავიდა, სადაც 3 სეზონი ითამაშა. 1987 წელს თბილისის „დინამოში“ გადაბარგდა, სადაც მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა და მას შემდეგ უკრაინასა და რუსეთში თამაშობდა, ასევე გამოდიოდა ისრაელსა და უნგრეთში.

კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთში დარჩა. 2013 წლის 18 ივლისიდან 2015 წლის 1 ივლისამდე მოსკოვის „დინამოს“ სპორტული დირექტორი, ხოლო 2016 წლის 5 ოქტომბერს არსენალ ტულის „პრეზიდენტი“ გახდა. მისი შვილი გურამ აჯოევი-უმცროსი კლუბში ამ დროს უკვე თამაშობდა.