რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული ბოლო სარაკეტო დარტყმების გამო, კიევი გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას ითხოვს
რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული ბოლო სარაკეტო დარტყმების გამო, კიევი გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას ითხოვს

რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული ბოლო სარაკეტო დარტყმების გამო, კიევი გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას ითხოვს. შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ალბანეთის მისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სხდომაზე მთავარი განსახილველი საკითხი იქნება კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიში, რომელსაც ბოლო მონაცემებით, 13 ადამიანი ემსხვერპლა.

ამას გარდა, სხდომაზე განხილული იქნება კვირას კიევში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვა.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვა 28 ივნისის საღამოს იგეგმება.