რუსეთი აშშ-ს, საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებიდან გასვლის შემთხვევაში, საპასუხო ზომებით ემუქრება

14:12, 21.10.2018

რუსეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს, „საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ“ შეთანხმებიდან გასვლის შემთხვევაში, საპასუხო ზომებით ემუქრება.

რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან რუსეთის მიმართ წაყენებული ბრალდებები გამოგონილია. მოსკოვში ამბობენ, რომ საპასუხო ზომების მისაღებად მზად არიან.

აშშ-ის ლიდერმა ნევადაში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთი უკვე წლებია, არღვევს 1987 წელს გაფორმებულ შეთანხმებას, რაც მცირე და საშუალო მანძილზე მოქმედი ბირთვული რაკეტების განადგურებას ითვალისწინებს. ტრამპის თქმით, აშშ-ი ამ შეთანხმებიდან გასვლას აპირებს.

ტრამპის განცხადებას მხარი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, გვენ უილიამსონმა დაუჭირა. მისი თქმით, რუსეთი ამ შეთანხმებას არასერიოზულად ეპყრობა.

მსგავსი