რუმინეთის ელჩი - დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალება სამწუხარო და დასაგმობი ფაქტია
რუმინეთის ელჩი - დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალება სამწუხარო და დასაგმობი ფაქტია

საქართველოში რუმინეთის ელჩი, რადუ ლივიუ ჰორუმბა აცხადებს, რომ ოკუპირებულ გალში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალება სამწუხარო და დასაგმობი ფაქტია.

„რეაგირება იქნება ისეთივე, როგორიც მანამდე მსგავსი შემთხვევების დროს გვქონდა. ეს სამწუხარო და დასაგმობი ფაქტია“, – განაცხადა რადუ ლივიუ ჰორუმბამ.

ოკუპირებულ გალის რაიონში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის,  ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ გაავრცელა. მომხდარზე განცხადება უკვე გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც აღნიშნა: „ოკუპირებულ გალის რაიონში მომხდარი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის იმ მძიმე და რთული ვითარების გაგრძელებაა, რომელსაც ვერ შევეგუებით“. ამასთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ გალში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.