რუდი ფერნანდესის წარმოუდგენელი სამიანი პანათინაიკოსთან ბოლო წამზე მოგებულ მატჩში [ვიდეო]

საკალათბურთო ევროლიგაზე ბოლოს წინა 29-ე ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

„პანათინაიკოსმა“ საკუთარ არენაზე „მადრიდის რეალს“ უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში, ბოლო წამზე, რუდი ფერნანდესის მიერ ჩაგდებული სამქულიანი ტყორცნით დამარცხდა (73-74). მატჩის დასრულებამდე 3.5 წამით ადრე ბერძნები ორი ქულით იგებდნენ, თუმცა რუდი ფერნანდესმა „პანას“ გულშემატკივრებს ზეიმის საშუალება არ მისცა. „სამეფო კლუბის“ ვეტერანმა სირენასთან ერთად შორეული სამქულიანი გამოიყენა და მადრიდელებს ევროლიგაზე რიგით 22-ე გამარჯვება მოუტანა.


ფერნანდესმა მატჩი 13 ქულით დაასრულა და „რეალში“ მხოლოდ ტავარესს ჩამორჩა, რომელმაც 14 ქულითა და 16 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. „პანათინაიკოსის“ რიგებში 14-14 ქულით საუკეთესოები ნიკ კალატესი და კით ლენგფორდი იყვნენ.

მაკაბი – გრან კანარია 90-55
ოლიმპია მილანო – ფენერბახჩე 90-104
ბარსელონა – ბუდოჩნოსტი 95-83