რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა #1TVSPORT

16:27, 20.07.2026

ბელგიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ არ გააგრძელა კონტრაქტი ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელთან, რუდი გარსიასთან. მოქმედი ხელშეკრულება მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ამოიწურა.

რუდი გარსია ბელგიის ნაკრებს 2025 წლის 1 თებერვლიდან ავარჯიშებდა, როცა მან ამ პოსტზე დომენიკო ტედესკო შეცვალა. მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგიამ მეოთხედფინალამდე მიაღწია და ესპანეთთან დამარცხდა. ბელგია ერთადერთი გუნდი იყო მსოფლიოზე, რომელმაც ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებს გოლი გაუტანა.

მსგავსი