„რუბინმა“ „ნიჟნი ნოვგოროდი“ კვარაცხელიას გარეშე დაამარცხა - დავითაშვილმა ყაზანელებისთვის ისევ ითამაშა #1TVSPORT
„რუბინმა“ „ნიჟნი ნოვგოროდი“ კვარაცხელიას გარეშე დაამარცხა - დავითაშვილმა ყაზანელებისთვის ისევ ითამაშა #1TVSPORT

ყაზანის „რუბინმა“ სეზონისთვის მზადება დაიწყო და ზაფხულის შეკრებაზე პირველი საკონტროლო მატჩი გამართა – „აკ ბარს არენაზე“ რუსეთის პრემიერლიგის გუნდმა რუსეთის პრემიერ ლიგაში გადასულ „ნიჟნი ნოვგოროდს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა – 2:1. 

ყაზანელთა შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიას არ უთამაშია. ოფიციალური ვერსიით, საქართველოს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელს ჯერ კიდევ აპრილში მიღებული ტრავმის გამო რისკს არიდებენ, – ამის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკის განაცხადა.

ფაქტია, რომ ყაზანელები კვარაცხელიას თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ყველა ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერის მოლოდინშია. სად წავა ქართველი თავადმსხმელი, ეს ჯერ უცნობია. თუმცა, ყველაზე რეალური ბოლო მომენტამდე ინგლისის პრემიერლიგაში „ლიდსის“ ვარიანტი ჩანდა, რომელსაც არგენტინელი მარსელო ბიელსა წვრთნის.

„რუბინის“ სასტარტო შემადგენლობაში ზურიკო დავითაშვილი გამოჩნდა, რომელიც გუნდს ვოლგოგრადის „როტორში“ იჯარის შემდეგ დაუბრუნდა. 20 წლის ნახევარმცველი მეორე ტაიში შეცვალეს. „ნიჟნი ნოვგოროდის“ სასტარტო შემადგენლობაში კი მარცხენა მცველმა, ლეო გოგლიჩიძემ ითამაშა.