„რუბინმა“ კვარაცხელიას მდგომარეობაზე განცხადება გაავრცელა - მოედანზე დასაბრუნებლად რამდენიმე კვირა დასჭირდება #1TVSPORT
„რუბინმა“ კვარაცხელიას მდგომარეობაზე განცხადება გაავრცელა - მოედანზე დასაბრუნებლად რამდენიმე კვირა დასჭირდება #1TVSPORT

ყაზანის „რუბინმა“ ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა. 

სამწუხაროდ, კლუბის განცხადებაში ცუდი პროგნოზი დადასტურდა, რომ საქართველოს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელის გამოჯანმრთელებას რამდენიმე კვირა დასჭირდება.

„კვარაცხელიას აღდგენისთვის რამდენიმე კვირაში დასჭირდება. ხვიჩას მარცხენა ბარძაყის კუნთის დაზიანება დაუდგინეს. გამოჯანმრთელებას რამდენიმე კვირა დასჭირდება. ვუსურვებთ ხვიჩას ჯანმრთელობასა და მოედანზე სწრაფ დაბრუნებას!“, – წერია „რუბინის“ განცხადებაში.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის მატჩის დროს „ურალთან“ დაშავდა და პირველ ტაიმში, 32-ე წუთზე ნაადრევად შეცვალეს.