რუბენ დიაში ჟურნალისტთა ვერსიით პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT
რუბენ დიაში ჟურნალისტთა ვერსიით პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ ცენტრალური მცველი რუბენ დიაში ინგლისში წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა საფეხბურთო ჟურნალისტთა ასოციაციის (FWA) ვერსიით.

ეს არის პირველი შემთხვევა 1989 წლის შემდეგ, როცა ეს პრიზი მცველმა დაიმსახურა. მაშინ საუკეთესო გახდა „ლივერპულის“ ფეხბურთელი სტივ ნიკოლი.

ხმის მიცემისას რუბენ დიაშმა გაუსწრო „ტოტენჰემის“ ფორვარდს ჰარი კეინსა და „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველს კევინ დე ბრუინს.

24 წლის პორტუგალიელი „მანჩესტერ სიტიში“ „ბენფიკადან“ გასული წლის სექტემბერში გადავიდა. პრემიერლიგაში მცველმა 31 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.