რუბენ ამორიმს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ გაშვების არ ეშინია #1TVSPORT
რუბენ ამორიმს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ გაშვების არ ეშინია #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელს, რუბენ ამორიმს არ აშინებს კლუბიდან შესაძლო განთავისუფლება.

„მე უფრო მეტად მიჭირს გაუარესებულ შედეგებთან შეგუება, ვიდრე ხელმძღვანელობას, რადგან მათ იციან, რა შეიძლება მოხდეს ჩემი მწვრთნელობისას. მე მათ ყველა რისკი ავუხსენი იქამდე, სანამ ამ პოსტს დავიკავებდი. ავუხსენი ხელმძღვანელობას, რაც მოხდა. და მათ ერთხმად თქვეს: „ჩვენ ახლავე უნდა დავიწყოთ“.

მაგრამ მე მესმის, რომ ამ მომენტისთვის, ამდენი წაგების გამო, განსაკუთრებით შინ, ატმოსფერო მართლაც მძიმეა. მაგრამ თუ თქვენ ამის შესახებ მეკითხებით, მე ვგრძნობ ხელმძღვანელობის მხარდაჭერას. მე ეს ოდნავადაც არ მაწუხებს. ყველაზე რთული – ეს, უბრალოდ, წაგებისგან მიღებული ტკივილია“, – განაცხადა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა.