რუბენ ამორიმის დანიშვნის მომენტიდან, „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგის ყველაზე ცუდი გუნდია #1TVSPORT

22:36, 15.09.2025

ინგლისის პრემიერლიგის მეოთხე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 0:3 წააგო მანჩესტერული დერბი „მანჩესტერ სიტისთან“.

2024-25 წლების სეზონის მე-12 ტურიდან მოყოლებული, როცა „იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი ჰქონდა რუბენ ამორიმს, დღევანდელი დღისთვის კლუბმა პრემიერლიგის 31 მატჩში 31 ქულა დააგროვა (ბურთების სხვაობა – მინუს 13).

როგორც სტატისტიკური პორტალი Opta იტყობინება, ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებლებია ამ პერიოდში ყველა იმ გუნდს შორის, რომლებიც პრემიერლიგაში გამოდიოდნენ გასულ და წლევანდელ სეზონში.

მსგავსი