რუბენ ამორიმი „მილანის“ გაწვრთნას დათანხმდა #1TVSPORT
რუბენ ამორიმი „მილანის“ გაწვრთნას დათანხმდა #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი რუბენ ამორიმი, შესაძლოა, „მილანის“ ახალი დამრიგებელი გახდეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ.

მხარეები აწარმოებენ მოლაპარაკებებს შესაძლო თანამშრომლობაზე. პორტუგალიელ სპეციალისტს შესთავაზეს კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე, წლიური ოთხი მილიონი ევროს ოდენობის ხელფასით.

ამორიმმა თანხმობა მისცა ამ დანიშვნას. ახლა ის „მილანის“ ხელმძღვანელობის საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება.