„როტორის“ ყოფილი მწვრთნელი ქართველებს დაუპირისპირდა - გუნდი კვირკველიას აგენტთან კონფლიქტის გამო დავტოვე #1TVSPORT
„როტორის“ ყოფილი მწვრთნელი ქართველებს დაუპირისპირდა - გუნდი კვირკველიას აგენტთან კონფლიქტის გამო დავტოვე #1TVSPORT

ვოლგოგრადის „როტორის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ხაცკევიჩმა (23-ე ტურის შემდეგ გაათავისუფლეს) „სპორტ-ექსპრესთან“ ინტერვიუში გუნდიდან წასვლაზე, საბა კვერკველიას აგენტთან კონფლიქტსა და სხვა ქართველებზე ილაპარაკა.

„სატურნირო ცხრილში საკმაო უპირატესობა გვქონდა „უფასთან“, მაგრამ გუნდიდან მაინც გაგვიშვეს. რა მოხდა ჩვენი გათავისუფლების შემდეგ, ამაზე პასუხისმგებლები სხვა ადამიანები არიან. არ ვიცი, ვინ მიიღო გადაწყვეტილება, სპორტის მინისტრმა ან სპორტულმა დირექტორმა. როგორ გამიშვეს? უსიამოვნო ვითარება შეიქმნა ერთ ადამიანთან, რომელიც გუნდთან ახლოს იყო. მესმის, რომ ის, როგორც აგენტი, წუხს თავის ფეხბურთელებზე. რატომ არ თამაშობდა კვირკველია (კვერკველიას აგენტი მამუკა ჯუღელია). მე მას ყველაფერი ავუხსენი, მაგრამ მან დაიწყო ჩემს საქმეში ჩარევა. მიმაჩნია, რომ გარკვეულ საკითხებში აგენტები არ უნდა ერეოდნენ. ამის საფუძველზე წარმოიშვა კონფლიქტი. ალბათ, მას ჰქონდა წვდომა რეგიონის სპორტის მინისტრთან. თუ ვხედავ, რომ ფეხბურთელი არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ის არ თამაშობს და ბოლო სიტყვა მე უნდა ვთქვა“, – განაცხადა ხაცკევიჩმა.

მან ქართველ ფეხბურთელებზეც ილაპარაკა:

„დავითაშვილი არის შესანიშნავი მოთამაშე, კარგი ახალგაზრდა ბიჭი. სადღაც არ გაუმართლა. შეიძლება მეტი ქულა მოეტანა. იქნებ, ცოტა იღბალმა დააღალატა. ყიფიანი კარგი ფეხბურთელია, როდესაც ფორმაშია. კვერკველია ალბათ წარსულით ცხოვრობს, რომელიც ერთ დროს კარგად თამაშობდა. რაც უფრო ასაკოვანი ხდები, მით უფრო მომთხოვნი უნდა გახდე, მაგრამ წარსულის დამსახურებების გამო, არავის ათამაშებენ. თქვენ შეგიძლიათ სტატისტიკას გადახედოთ და თავად გამოთვალეთ, ამ ცენტრალური მცველის გამო დაცვაში რამდენი პრობლემა წარმოიშვა. ჯანო ანანიძეს კი ტრავმის გამო დაახლოებით ორი წელი გაუცდა. ჯანო ძალიან კრეატიული ფეხბურთელია, მაგრამ „როტორს“ სარგებელი ვერ მოუტანა“.