„როტორის“ გულშემატკივრებს ნიკა ყიფიანმა ლეგენდარული დავით ყიფიანი გაახსენა - ნიკა ტურის რჩეულებში კვარაცხელიასთან ერთად მოხვდა
„როტორის“ გულშემატკივრებს ნიკა ყიფიანმა ლეგენდარული დავით ყიფიანი გაახსენა - ნიკა ტურის რჩეულებში კვარაცხელიასთან ერთად მოხვდა

ნიკა ყიფიანი გამოცემა „ფუტბოლკულიჩკიმ“ რუსეთის პრემიერლიგის მე-20 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

24 წლის ფლანგის შემტევმა რუსეთის ჩემპიონატის საგაზახფულო ეტაპი შესანიშნავად დაიწყო და „ტამბოვთან“ ვოლგოგრადის „როტორის“ გასვლით მოგებაში (3:1) დიდი როლი ითამაშა – ყიფიანმა ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, მესამედ კი თავად გაიტანა.

„შესვენებაზე ახალგაზრდა ყიფიანის მოედანზე გამოსვლა „როტორსსარანსკში თამაშის შემოტრიალებაში დაეხმარა. ყიფიანმა უშუალო მონაწილეობა მიიღო სტუმრების სამივე საგოლე შეტევაში. სწორედ მისი გადაცემის შემდეგ ჩაჭრა ბურთი საკუთარ ბადეში გიგაშვილმა. შემდეგ ყიფიანი დაეხმარა პონსეს, რომ გაეტანა, ხოლო დესერტად თავადაც გაიტანა – რიჟიკოვის მოგერიებულს დაამატა. ეს ვოლგოგრადის ნახევარმცველისთვის რუსეთის პრემიერლიგაში სადებიურო გოლი იყო“, – წერს გამოცემა.

საინტერესოა, რაც წერს გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიაზე:

„როგორც ჩანს, ხვიჩას უფრო სოლიდურ ლიგაში გადასვლა მხოლოდ დროის საკითხია. გასაოცარია „ლოკომოტივის“ მენეჯმენტის დაუფიქრებლობა, რომელმაც ფეხბურთელისთვის ბრძოლა ყაზანელებთან დათმო. ხვიჩამ კიდევ ერთხელ გაანადგურა მეტოქის დაცვა სწრაფი დრიბლინგებით, რის შედეგადაც მცველები არაერთხელ დააჯარიმეს. მან მონაწილეობა მიიღო თავისი გუნდის ორივე საგოლე შეტევაში. ფაქტია – მშვენივრად ითამაშა შეტევაში და ხვიჩამ არც დაცვა დაივიწყა – ამაზე მეტყველებს 3 ართმევა + 2 ჩაჭრა“.

ვოლგოგრადის „როტორის“ სოცგვერდზე გულშემატკივარმა ქართული ფეხბურთის ლეგენდის, დავით ყიფიანის სურათი გამოაქვეყნა და ნიკა ყიფიანის თამაშზე კომენტარი გააკეთა:

„მოვა დრო და ისე ითამაშებს, როგორც ის (დავით ყიფიანი) თამაშობდა“.