„როტორის“ მწვრთნელმა მამუკა ჯუღელთან ურთიერთობა უარყო - ჩემი საქმე არაა, მას რომელი ფეხბურთელი ეკუთვნის #1TVSPORT
„როტორის“ მწვრთნელმა მამუკა ჯუღელთან ურთიერთობა უარყო - ჩემი საქმე არაა, მას რომელი ფეხბურთელი ეკუთვნის #1TVSPORT

იური ბატურენკომ, რომელიც დე ფაქტო ვოლგოგრადის „როტორის“ მთავარი მწვრთნელია, „სპორტ-ექსპრესთან“ ინტერვიუში ცნობილ აგენტ მამუკა ჯუჯელთან ურთიერთობის შესახებ ილაპარაკა, რომელსაც კლუბის არაოფიციალურ მმართველად მოიაზრებენ.

„ყველამ იცის, რომ „როტორში“ მამუკა ჯუღელის ბევრი ფეხბურთელია – გასაგებია, რომ ყველა მოთამაშე ქართველია. ყველამ იცის, მასთან იური სიომინსა და მის გუნდს რა ურთიერთობაც ჰქონდათ. იყო რაიმე საუბარი ამ აგენტთან, სანამ „როტორში“ მუშაობას დაიწყებდით? როგორი ურთიერთობა გაქვთ მასთან?“, – ბატურენკომ ამ კითხვას უპასუხა.

„ჩვენს შორის რა ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს? მწვრთნელის საქმე არ არის, მას რომელი ფეხბურთელი ეკუთვნის. ჩვენ ამ საკითხებში არ ვერევით. ქართველები არიან თუ არა ეს ფეხბურთელები, ყველა მათგანი „როტორს“ ეკუთვნის“, – აცხადებს „როტორის“ მთავარი მწვრთნელი.