„როტორის“ მწვრთნელმა კვირკველია გაამართლა - „სპარტაკის“ შემტევს არტისტიზმისთვის „ოსკარი“ ეკუთვნის
„როტორის“ მწვრთნელმა კვირკველია გაამართლა - „სპარტაკის“ შემტევს არტისტიზმისთვის „ოსკარი“ ეკუთვნის

ვოლგოგრადის „როტორის“ მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ხაცკევიჩმა მოსკოვის „სპარტაკთან“ მატჩის (0:1) შემდეგ საბა კვირკველიას დებიუტზე ილაპარაკა – მან მოკლე კომენტარში მიანიშნა, რომ საქართველოს ნაკრების მცველი მთავარმა არბიტრმა ტყუილად დასაჯა.

„კვირკველია საკმაოდ გამოცდილი მოთამაშეა. მართალია, დიდი ხანია არ უთამაშია, მაგრამ ნელ-ნელა ტონუსში შევა და ფორმას აღიდგენს. ვფიქრობ, ის გუნდს გააძლიერებს. მთავარია, რომ გადავწყვიტოთ, 3-4-3 სისტემაში დაცვის ცენტრში დავაყენოთ თუ მარჯვენა ცენტრალურ მცველად. ჩემი სუბიექტური აზრია, პენალტის დანიშვნის მომენტში სობოლევმა რაც გააკეთა, გამოვლენილი არტისტიზმისთვის მას „ოსკარი“ ეკუთვნის“ – განაცხადა ხაცკევიჩმა.

საქართველოს ნაკრების მცველმა 53-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში მეტოქის წაქცევისთვის ყვითელი ბარათი მიიღო, „როტორის“ კარში კი პენალტი დანიშნა, რომელიც დაზარალებულმა დიმიტრი სობოლევმა გოლად აქცია და „სპარტაკმა“ 0:1 მოიგო.

მატჩის ვიდეოჩანაწერში კარგად გამოჩნდა, რომ საბა კვირკველიას მოსკოველი თავდამსხმელი არ წაუქცევია, სობოლევმა მომენტი გააფორმა და თავისით წაიქცა.

კვირკველიას პენალტი გაუფორმეს – დავითაშვილი „როტორში“ საუკეთესო იყო (ვიდეო)