როტერდამის პორტში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა

17:14, 13.08.2026

როტერდამის პორტში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. შემთხვევა ადგილობრივი დროით 12:00 საათისთვის კომპანია Gunvor Energy-ს კუთვნილ ტერიტორიაზე მოხდა.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, აფეთქება, სავარაუდოდ, სარემონტო სამუშაოებისთვის მილსადენების გამოერთების დროს მოხდა, რის შემდეგაც ქალაქის ამ რაიონში ელექტროენერგია გაითიშა, ტრანსფორმატორის სადგურს კი ცეცხლი გაუჩნდა.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, მათი მდგომარეობა უცნობია.

ინციდენტის შედეგად „ექსონმობილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში სამუშაო პროცესი გაჩერდა.

მსგავსი