რონდომ ხელი მოიტეხა და რამდენიმე კვირას გამოტოვებს

16:15, 15.11.2018

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ გამთამაშებელმა, რაჟონ რონდომ, „პორტლენდის“ წინააღმდეგ რეგულარული ჩემპიონატის მატჩში, მარჯვენა ხელი მოიტეხა. ამის გამო, ის რამდენიმე კვირას გამოტოვებს, – იტყობინება ESPN.

მოთამაშეს დაწვრილებითი სამედიცინო შემოწმება ელოდება, რის შემდეგაც გაირკვევა – ესაჭიროება თუ არა ოპერაცია.

კლუბში იმედი აქვთ, რომ რონდო 3-5 კვირაში შეძლებს მოედანზე დაბრუნებას.

ამ სეზონში გამთამაშებელი საშუალოდ 25.3 წუთს ატარებს მოედანზე და 8.5 ქულას, 6.5 შედეგიან გადაცემასა და 4.5 მოხსნას აგროვებს.

მსგავსი