რონდო მინიმუმ ერთი თვე ვერ ითამაშებს
რონდო მინიმუმ ერთი თვე ვერ ითამაშებს

„ლოს ანჯელეს ლეიკერსში“ პრობლემები არ ცხრება. გუნდის გამთამაშებელმა რაჟან რონდომ ხელზე ოპერაცია გადაიტანა და მინიმუმ ერთ თვეს გამოტოვებს. ლოს ანჯელესური კლუბი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩავარდა. მოგეხსენებათ, რომ ტრავმა აქვს გუნდის ლიდერ ლებრონ ჯეიმსს, გარდა ამისა დაშავებულია ჯაველ მაკგი და ამჯერად ლაზარეთს რონდოც შეუერთდა. 32 წლის გამთამაშებელმა ხელის ტრავმის გამო უკვე რამდენიმე მატჩი გამოტოვა, თუმცა საშობაო მოგებულ შეხვედრაში „გოლდენ სტეიტის“ წინააღმდეგ ის მოედანზე იყო და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა (15 ქულა, 10 პასი, 5 მოხსნა). თუმცა სამწუხაროდ როგორც შემდგომ გაირკვა რონდოს ოპერაცია ესაჭიროებოდა. ექიმები იმედოვნებენ, რომ აღდგენის პროცესი მაქსიმუმ ერთ თვეს გასტანს.