რონალდო ვერ მოხვდა საუდის არაბეთის ლიგის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების სიმბოლურში #1TVSPORT
რონალდო ვერ მოხვდა საუდის არაბეთის ლიგის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების სიმბოლურში #1TVSPORT

„ალ-ნასრის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო არ შედის საუდის არაბეთის ლიგის ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელებს შორის.

პორტუგალიელი, რომელიც საუდის არაბეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია, ვებგვერდ Transfermarkt-ის მიერ 15 მილიონ ევროდ არის შეფასებული, რის გამოც მისი ადგილი არ მოინახა საუდის არაბეთის ლიგის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების სიმბოლურში, რომელიც ასე გამოიყურება:

მეკარე – იასინ ბუნუ (ალ-ჰილალი, 11 მილიონი ევრო);

მცველები – ემერიკ ლაპორტი (ალ-ნასრი, 25 მლნ), მერიჰ დემირალი (ალ-აჰლი, 18 მლნ), როჟერ იბანიესი (ალ-აჰლი, 25 მლნ);

ნახევარმცველები – ფაბინიო (ალ-იტიჰადი, 35 მლნ), რუბენ ნევეში (ალ-ჰილალი, 40 მლნ), ოტავიო (ალ-ნასრი, 30 მლნ), სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (ალ-ჰილალი, 35 მლნ), მალკომი (ალ-ჰილალი, 30 მლნ);

ფორვარდები – ნეიმარი (ალ-ჰილალი, 45 მლნ), ალექსანდარ მიტროვიჩი (ალ-ჰილალი, 28 მლნ).