რონალდო რივერი-ბოკას მატჩს მადრიდში არ დაესწრება

20:06, 05.12.2018

„იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო არ ჩავა მადრიდში, რათა დაესწროს იქ გასამართ კოპა ლიბერტადორესის ფინალის საპასუხო მატჩს „რივერ პლეიტსა“ და „ბოკა ხუნიორსს“ შორის, იტყობინება ესპანური გამოცემა „ასი“ (AS).

თამაში 9 დეკემბერს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართება. პორტუგალიელის წარმომადგენლის განცხადებით, რონალდოს „რეალის“ საშინაო არენაზე დაბრუნება ჯერ არ სურს. მიწვევა „ბარსელონასა“ და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავმა ლიონელ მესიმაც მიიღო და, როგორც იტყობინებიან, თამაშს დაესწრება .

მსგავსი