რონალდო ჩემპიონთა ლიგიდან ლიონმა გაისტუმრა, რეალი - გვარდიოლამ (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ორი მეოთხედფინალისტი გაირკვა. გულშემატკივართა ნაწილს სჯეროდა, რომ პირველ მატჩებში მინიმალური წაგების მიუხედავად კრიშტიანო რონალდოს „იუვენტუსი“ და ზინედინ ზიდანის „რეალი“ მომდევნო ეტაპზე მაინც გავიდოდნენ, მაგრამ…
„ლიონმა“ ტურინელებს მე-12 წუთზე გაუტანა და მასპინძლებს საქმე ძალიან გაურთულა – მეოთხედფინალში გასასვლელად სამი უპასუხო ბურთის გატანა სჭირდებოდათ. ორი გაიტანეს – რონალდომ თავისი მისია შეასრულა, თუმცა მისი ორი გოლი მეოთხედფინალს არ ეყო.
იუვენტუსი – ლიონი  2:1 (პირველი მატჩი 0:1)
გოლები: დეპაი (12, პენ), 1:1 რონალდო (43, პენ), 2:1 რონალდო (60)
მანჩესტერელებმა განმეორებით მატჩშიც დაამტკიცეს, რომ ამ წელს „რეალზე“უკეთესები არიან, შინაც იმ ანგარიშით მოუგეს, როგორითაც სტუმრად. შედეგად, 1/4 ფინალში ერთმანეთს „სიტი“ და „ლიონი“ დაუპირისპირდებიან.
მანჩესტერ სიტი – რეალი 2:1  (პირველი მატჩი 2:1)
გოლები: 1:0 სტერლინგი (9)1:1 ბენზემა (28)2:1 გაბრიელ ჟეზუსი (68)