რონალდ კუმანმა „ბარსელონაში“ 4:0-ით დაიწყო - ანსუ ფატი საუკეთესო იყო (ვიდეო)
რონალდ კუმანმა „ბარსელონაში“ 4:0-ით დაიწყო - ანსუ ფატი საუკეთესო იყო (ვიდეო)

„ბარსელონამ“ 2020-21 წლების სეზონში დამაჯერებელი სტარტი აიღო. სკანდალებით დატვირთული ზაფხულის შემდეგ, საფეხბურთო სამყაროში ყველაზე მეტად სწორედ ამ გუნდის თამაში აინტერესებდათ, მით უმეტეს, ახალი მთავარი მწვრთნელით.

რონალდ კუმანს შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა „ბარსელონას“ დამრიგებლის რანგში. პირველი მეტოქე უნაი ემერის „ვილიარეალი“ იყო.

17 წლის ანსუ ფატიმ ნახევარ ტაიმში ყველაფერი გადაწყვიტა: მე-19 წუთისთვის დუბლი შეასრულა ალბასა და კოუტინიოს პასებით, 35-ე წუთზე კი პენალტი გამოიმუშავა, რომელიც ლიონელ მესიმ გამოიყენა.

საბოლოოდ, ფატის წყალობით, „ბარსამ“ 4:0 მოიგო. ანსუს ორი გოლი ჰქონდა ორი დარტყმიდან (უფრო მეტი მესიმ დაარტყა), ორი მწვავე პასი (უფრო მეტი მხოლოდ ალბას) და სამი წარმატებული დრიბლინგი (საუკეთესო მოედანზე).

დატოვე კომენტარი