რონალდ კუმანი იამალს „ოქროს ბურთის“ ფავორიტებში ვერ ხედავს #1TVSPORT
„ბარსელონას“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა სატელევიზიო შოუში De Oranjezomer-ში დაასახელა „ოქროს ბურთის“ ფავორიტები. ნიდერლანდების ნაკრების დამრიგებელმა ახსენა უსმან დემბელე, ვირჯილ ვან დეიკი ან დენზელ დუმფრიზი და კიდევ ვინმე „პარი სენ-ჟერმენიდან“, მაგალითად, ვიტინია.
მან ასევე აღნიშნა პედრი და რაფინია, მაგრამ აღიარა, რომ პრეტენდენტი ძალიან ბევრია.
ლამინ იამალს კი კუმანი ფავორიტებს შორის ვერ ხედავს: „მას არაფერი მოუგია“.