რომან გოცირიძე ახალი მარეგულირებელი ორგანოს შექმნის შეზღუდვას ითხოვს
რომან გოცირიძე ახალი მარეგულირებელი ორგანოს შექმნის შეზღუდვას ითხოვს

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ახალი მარეგულირებელი ორგანოს შექმნის შეზღუდვას ითხოვს. რომან გოცირიძემ შესაბამისი ცვლილებები უკვე მოამზადა, რომელიც 17 ივნისის ბიუროს სხდომას წარედგინება.

პროექტით განისაზღვრება, რომ ახალი მარეგულირებელი ორგანოს შექმნა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, როცა ეს გათვალისწინებული იქნება საქართველოს მიერ გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით.

„კანონპროექტის მიღება თავისუფალი სამეწარმეო გარემოს შენარჩუნებას გამოიწვევს, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკური ზრდის წინაპირობების შექმნასა და ახალი სამუშაო ადგილების წარმოქმნას უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია კანონპროექტში.