როლან გაროსი | ეკატერინე გორგოძემ ზარაზუას სამ სეტში სძლია და მეორე ეტაპზე ითამაშებს #1TVSPORT
როლან გაროსი | ეკატერინე გორგოძემ ზარაზუას სამ სეტში სძლია და მეორე ეტაპზე ითამაშებს #1TVSPORT

საფრანგეთში, როლან გაროსის კორტებზე მეორე ქართველმაც დაძლია პირველი საკვალიფიკაციო ბარიერი.

მარიამ ბოლქვაძის შემდეგ მომდევნო ეტაპზე ეკატერინე გორგოძე (222-ე რეიტინგში) გავიდა.

მან მექსიკელ რენატა ზარაზუას სამ სეტში, 2:1 სძლია. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი 6:2 მოიგო, მომდევნო 4:6 წააგო, რის შემდეგაც ძალების მობილიზება შეძლო და მესამე სეტში 6:4 იმარჯვა.

მეორე ეტაპზე ეკატერინე ელიცა კოსტოვას (231-ე) დაუპირისპირდება. შეხვედრა 26 მაისს გაიმართება. მარიამ ბოლქვაძის (220) მეტოქე კი 96-ე ჩოგანი ვერა ზვონარევა იქნება. მათი მატჩიც 26-ში შედგება.