მარიამ ბოლქვაძე როლან გაროსის კვალიფიკაციის ნახევარფინალში გავიდა #1TVSPORT
მარიამ ბოლქვაძე როლან გაროსის კვალიფიკაციის ნახევარფინალში გავიდა #1TVSPORT

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ წარმატებით დაიწყო გამოსვლა „დიდი სლემის“ მეორე ტურნირის როლან გაროსის კვალიფიკაციაზე. პირველ წრეში მსოფლიოს 220-ე ჩოგანმა ორ სეტში დაამარცხა 34 წლის უკრაინელი კატერინა ბონდარენკო – 6:4, 6:3 დაამარცხა. მატჩი საათი და 12 წუთი გაგრძელდა.

ბოლქვაძე მატჩში მუდმივად წინ იყო. პირველ სეტში მის ორ ბრეიკს უკრაინელმა ორჯერ უპასუხა უკუბრეიკით, მაგრამ მესამე ჯერზე ეს ვერ მოახერხა. ქართველმა ბოლო ორი გეიმი საკუთარ მოწოდებაზე „მშრალი“ ანგარიშით მოიგო.

მეორე სეტი ბოლქვაძის ბრეიკით დაიწყო. მთელი პარტიის განმავლობაში ბონდარენკოს მხოლოდ ერთხელ მიეცა უკუბრეიკის შესრულების საშუალება, მაგრამ ეს შანსი ვერ გამოიყენა. თავის მხრივ, ბოლქვაძესაც ჰქონდა სამი ბრეიკ-პოინტი მეშვიდე და მეცხრე გეიმებში და ერთის გამოყენება შეძლო, რამაც მატჩში გამარჯვება მოუტანა.

როლან გაროსის კვალიფიკაციის ნახევარფინალში ქართველის მეტოქე პირველ ნომრად განთესილი რუსი ვერა ზვონარევა იქნება, რომელმაც პირველ წრეში ბრიტანელი ფრანჩესკა ჯონსი 6:1, 6:2 გაანადგურა.

დატოვე კომენტარი