„როიტერი“ - ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ბაიდენის პრეზიდენტობისას რუსეთის, ირანის, თურქეთისა და ჩინეთის მიმართ ევროკავშირსა და აშშ-ს ერთიანი პოლიტიკა უნდა ჰქონდეთ
„როიტერი“ - ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ბაიდენის პრეზიდენტობისას რუსეთის, ირანის, თურქეთისა და ჩინეთის მიმართ ევროკავშირსა და აშშ-ს ერთიანი პოლიტიკა უნდა ჰქონდეთ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიიჩნევს, რომ ბაიდენის პრეზიდენტობისას რუსეთის, ირანის, თურქეთისა და ჩინეთის მიმართ ევროკავშირსა და აშშ-ს ერთიანი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს და წყაროდ მოჰყავს სააგენტო dpa-ს მიერ გავრცელებული პროექტი, რომელშიც მიშელი აშშ-ის ახალ ლიდერთან ურთიერთობების განვითარების პრიორიტეტებზე საუბრობს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აშშ-ისა და ევროკავშირს შორის „სავაჭრო ომის“ რაც შეიძლება მალე დასრულებას და ტარიფების მოხსნას უჭერს მხარს.

ამას გარდა, შარლ მიშელი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონის ახალმა ადმინისტრაციამ და ბრიუსელმა კლიმატის დაცვის, მულტილატერალური პოლიტიკის, მშვიდობის დამყარებისა და პანდემიასთან ბრძოლის საკითხებში მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ.

მიშელი ასევე მიუთითებს აშშ-ისა და ევროკავშირის საერთო ინტერესებზე კიბერუსაფრთხოების, ტერორიზმთან ბრძოლისა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე რეაგირების მიმართულებით.

აშშ-ისა და ევროკავშირის ურთიერთობები დეკემბერის დასაწყისში დაგეგმილი ევროკავშირის სამიტის მთავარი თემა იქნება.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ევროპული საბჭოა პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2021 წლის სამიტზე ბრიუსელში მიიწვია.

დატოვე კომენტარი