„როიტერი“ – ჩრდილოეთ კორეაში „საშიშ განვითარებას“ უწოდებენ აშშ-ის გადაწყვეტილებას, სამხრეთ კორეას ბირთვული ძრავით აღჭურვილი პირველი წყალქვეშა ნავის მშენებლობის ნებართვა მისცეს
ჩრდილოეთ კორეაში აშშ-ის გადაწყვეტილებას, სამხრეთ კორეას ბირთვული ძრავით აღჭურვილი პირველი წყალქვეშა ნავის მშენებლობის ნებართვა მისცეს, „საშიში განვითარება“ უწოდეს, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ჩრდილოეთ კორეაში მიაჩნიათ, რომ ეს გადაწყვეტილება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის პოლიტიკურ და სამხედრო გარემოში დამატებით არასტაბილურობას ქმნის. ფხენიანში ასევე ისაუბრეს ვაშინგტონის მიერ „ბირთვული შეიარაღების რადიკალურ გაძლიერებაზე“, რასაც, მათი შეფასებით, „საერთაშორისო ბირთვული წესრიგის ჩამოშლა“ მოჰყვა.
მედიის ცნობით, სამხრეთ კორეა ბირთვული ძრავით აღჭურვილი პირველი წყალქვეშა ნავის ამოქმედებას 2030-იანი წლების შუა პერიოდისთვის გეგმავს. პროგრამა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მზარდ წყალქვეშა ბირთვულ და სარაკეტო საფრთხეებთან დასაპირისპირებლად არის მიმართული.