რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი სავარაუდოდ, წლის ბოლოს დასრულდება
რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი სავარაუდოდ, წლის ბოლოს დასრულდება

რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი სავარაუდოდ, 2019 წლის ბოლოს ან 2020 წლის დასაწყისში დასრულდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა განუცხადა.

დავით ფერაძის ინფორმაციით, თუ დღეს რკინიგზას წელიწადში 27 მილიონი ტონა ტვირთის გატარება შეუძლია, პროექტის დასრულების შემდეგ გამტარუნარიანობა 100 მილიონ ტონას მიაღწევს.

რკინიგზის გენერალური დირექტორის განცხადებით, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის შემდეგ ნებისმიერი ტვირთმფლობელი ევროპისა და ჩინეთის მიმართულებით ტვირთის გატარების გარანტიას მიიღებს.